გლეხნი

ამბობენ მძიმე ყოფილა, 
გრძელი ცხოვრების კარიო, 
უნდა გააღო ნელ-ნელა, 
უნდა დატანჯო თავიო, 
__________ 
გადააგორო კლდე, მთები, 
და გაამრავლო ხარიო, 
მძიმე ჯაფასა ეწიო, 
არ უნდ დაზოგო თავიო. 
__________ 
ხორბალსა ოფლი აღვარე, 
ფქვილსა მიეცი წყალიო, 
ასეა გლეხის ცხოვრება, 
ეს არის საწინდარიო, 
__________ 
ჭიქა ღვინითა ახსენოს, 
მთა-ბარის სალოცავნიო, 
ოფლით ნადენი ღვინითა, 
ადიდონ წმინდა ხატიო. 
__________ 
პური გატეხონ მინდვრადა, 
ველს გააყოლონ თვალიო, 
ხუმრობა, შაირობაში, 
უნდა დალიონ გზანიო. 
__________
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
25.02.2018/21:24სთ