გორტენზია

რა ლამაზია ივლისის თვეში 
ეს გორტენზია, 
როგორ აცოცხლებს მიგდებულ ყურეს, 
მიგდებულ ეზოს,

ყვავილების დედოფლობას 
მე ვუბოძებდი, 
მაგრამ რათ უნდა, 
ამას ისედაც თვითონაც ხომ გრძნობს, 
ზაფხულის კართან მოგვირგვინე 
ეს გორტენზია, 
კალამს მაგონებს ორღობეში 
სადღაც მიგდებულს, 
რა ლამაზია ამ გაზაფხულზე 
ეს გორტენზია, 
ყვავილი მარტო ყვავილებში, 
რომ დანავარდობს. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
09.07.2017/ 23;23სთ