განა ქალაქში ნეტავ რა იცით

დილა მოსულა, სხივია მთებზე, 
განა ამ სხივებს სხვა მიწაც ხედავს, 
ან და რა არის ეს ჩემი თვალი, 
ყველა კეთილთან საუბარს ბედავს, 
__________ 
იცინის ციდან ლურჯი ღრუბელი, 
და ამ სიცილში იცლება წვეთად, 
აწვიმს და აწვის ველებზე გაშლილს, 
საფერავის და რქაწითლის ვენახს, 
__________ 
გამხმარი მიწა ივსება წყლებით, 
და ნამიანობს, წვიმის წვეთს ხვრეპავს, 
განა ქალაქში ნეტავ რა იცით, 
რა ხდება სოფლად, რა ხდება მინდვრად, 
__________ 
არ გინახიათ კაკლის ტირილი, 
მოტეხილ ტოტზე ცრემლებს რომ ხეთქავს, 
არ გინახიათ ხე-ტყის დღეობა, 
გაზაფხულზე რომ იქცევა თეთრად. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
26.02.2018/18:16