დაყუდებულან

ფაფახს მოსწყურდა თეთრი ნამქერი, 
და უწინდურად აღარ ღიღინებს, 
და შენ, რად გინდა თუ ეს ღიღინი 
აღარ დაგიკრეფს გორას გვირილებს. 
---------- 
ნაბადს უნდა რომ შემოიაროს, 
გრძელი მინდორი, ძველი ჭალები, 
მაგრამ უდღეოდ ის მარტო სახლობს, 
ქოხში რომელშიც გაჩნდა ბზარები. 
---------- 
ის სალამურიც შენ, გელოდება, 
ისევ ისე დევს ის უღიმღამოდ, 
უცქერს და ნატრობს, კვლავ მედროვება, 
პატრონმა კვლავაც ამახმიანოს. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
05.12.2017/21:14სთ