ბოლო სანთელი

ბოლო ჩამიქრა, ბოლო სანთელი, 
და რას ვუყურებ ნეტავი ამ დროს, 
უკუნითია მაგრამ ნათელი, 
მაშინ როდესაც მზე არვის ათბობს. 
---------- 
განა დაღამდა და მიტომ ვერ ვხედავ, 
ან დასანახიც განა რა არის, 
რომ ეს უგულო ცა როგორ ბორგავს, 
ან და ვინ, ვის კლავს უგულო, 
დანით, 
---------- 
შეხედავ მზეს და შეგეშინდება, 
განა ეს არის ცხოვრების არსი ? 
არვის უყვარხარ? არავინ გიყვარს? 
დღეს ცხოვრების აზრი აი ეს არის, 
---------- 
ან და რა არის თავისუფლება, 
ყოველ სიტყვაზე რომ გადიდებენ? 
რაში მჭირდება მე ეს დიდება, 
თუ კი ამ სიტყვით ვინმე ვაგინე. 
---------- 
და მართლაც თითქოს მოდაში არის, 
ჩხუბი, გინება, აყალმაყალი, 
მე ჩემსას ვიტყვი და ნუ გამკიცხავთ, 
ყველა არ არის სულით მაღალი. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
23.12.2017/0:11სთ