დავჯეილდი

დავჯეილდი და მახსენდება ბალღობის წლები, 
ჩელთის მიდამოს რომ აყრუებდა ჩემი ყვირილი, 
დავჯეილდი და მახსენდება ფაცერი ხელში, 
პატარა ბავშვის უმიზნო და ჩუმი ტირილი, 
__________ 
გადავირბენდი ჩელთის უხვ და წყნარ ნაკადულებს, 
საბუის მხარეს თიხის კლდეებთან მივჩოჩდებოდი, 
და კლდის ძირში ამოსულსა ბარდ-მაყვლის ბუჩქებს, 
იმ წამიდანვე დაადგებოდა ღრუბელთა ბინდი, 
__________ 
დავჯეილდი და ახლა გავცქერი იმ მიდამეობს, 
და ისევე ვხედავ თეთრ ცხვრის ფარას მშვენებას მინდვრის, 
ალბათ დაგღალე ჩემო მკითხველო ამდენი მთით და, 
აბა რა ვუყო მე ხომ ამ მთებში ბალღ დავჯეილდი, 
__________ 
აჰა, ისევე გამახსენა თავი ბალღობამ, 
ალბათ იმიტომ რომ ეს მთები არიან დიდი, 
ნეტავ რა იყო ჩემს მოსვლამდე მთებზე ლამაზი, 
ან რა იქნება ჩემს წასვლის მერე ამ მთებზე მშვიდი. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
18.04.2018/11:13