სევდის ფერი

ვეღარ ვხედავ ჩემს ფანჯრიდან სევდას, 
ალბათ ამის მიზეზია გაზაფხული, 
ამიტომაც იშვიათად დავწერ ლექსსაც, 
ლექსს რომელიც ჩემთვის არის არ ნახული, 
__________ 
სევდის ფერი იყო ადრე ლხენაც, 
ახლა სევდა თვითონ არის დაბზარული, 
როგორც ახლა ლეღვის ტოტის რხევა, 
ეს ლექსია იმ ტოტივით მოღრუბლული, 
__________ 
გუშინწინ კი მოფრენილან ზეცას, 
ჩემი ცაა საოცრებით დამერცხლული, 
ამიტომაც იშვიათად დავწერ ლექსსაც, 
ალბათ ამის მიზეზია გაზაფხული. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
20.04.2018/8:17