ზამბახები

გული გაუშლიათ აგერ ზამბახებს 
და გრძნობის ცეცხლი უფრო აინთო, 
შენ კი მიბრაზდები, შენ კი მემდურები, 
რა დაგიშავე ოქროს აპრილო?! 
__________ 
შემომხედეს და გულში ჩაიცინეს,                                                  
ლამაზმა ზამბახებმა, იცი აპრილო?! 
შენ კი იღიმები მაგრამ ჩემთვის არა, 
რატომ მიბრაზდები კოხტა აპრილო?! 
__________ 
ნუთუ იმიტომ რომ არ მომიტანია, 
კოხტა ზამბახები შენთვის აპრილო, 
მე ვერ დაგპირდები ზამბახის მოტანას, 
უნდა მაპატიო ჩემო აპრილო, 
__________ 
და თუ შენც წახვალ როგორც ის წავიდა, 
როგორც დეკემბერი ფიქრებში მაისობს, 
ხომ დამიბრუნდებით ოდეს ვინც წახვედით, 
შენც დამიბრუნდები თავნება აპრილო! 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
18.04.2018/12:50