ოხ, ჩემო შილდავ

ოხ, ჩემო შილდავ ჩემო მამულო ნუთუ ვერ ხვდები, 
რომ შენზე ფიქრში შემოვიარე მთელი ეგ მთები, 
ნუთუ ფიქრებსაც შენზე ფიქრებსაც ვეღარ ველევი, 
ან რატომ ვფიქრობ ერთხელ კიდევაც ვნახო ეგ მთები. 
__________ 
კავკასიონზე ძველებურად დაუთოვია, 
ისევე ისე როგორც უწინ ქროდნენ ქარები, 
ხეებთა შუა ძველებურად ანათებს მთვარე, 
როგორც სანთელი ულამაზეს წალკოტებშია. 
__________ 
ისევე ისე მღერის ქალი როგორც უწინად, 
როგორც მღეროდა წარსული წლების მოსაგონარში, 
ამაზე კარგი რაღა შენატროს ჩემმა თვალებმა, 
ჩემს სოფელთან არს ყველაფერი მოსაგონარი. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
2017 წელი