საღამოს იასამანო

შემომიმღერე ლამაზად, 
საღამოს იასამანო, 
ჩემს გულზედ გადამეფარე, 
ნუ მოხვალ ჩემთან ავდარო. 
__________ 
თეთრი ხარ იასამანო, 
ვერ გედრებიან ვარდები, 
ღამევ თუ გამინაწყენებ, 
ჩემს გულს არ შეუყვარდები, 
__________ 
მერე დაიწყებ მოღრუბვლას, 
ღამეო გადავარდები, 
მინდა რომ მუდამ მოსჩანდეს, 
ლამაზი იასამნები, 
__________ 
ღამეო, ნუ გეწყინება, 
რომ გამჯობინე ვარდები, 
ისინი გაფრინდებიან, 
შენ, კი კვლავ დამიღამდები, 
__________ 
ლამაზო იასამანო, 
ნუ გაგცენია დარდები, 
მერცხლები მოფრინდებიან, 
შენ, შემოდგომას გაყვები. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
17.04.2018/20:40