მთებო მირჩიეთ

მთებო, მირჩიეთ მითხარით რამე, 
არ მიჰყვეთ ბედის უკუღმა ბორბალს, 
არ შეგაშინოთ თქვენ უჩემობამ, 
არ დაგაჩოქოთ უკუღმართობამ, 
---------- 
თუ ასე არის მთებო, საჭირო, 
ალბათ ყოველი კარგი საქმისთვის, 
მაგრამ თქვენ ერთი კარგად იცოდეთ, 
არ დაიკარგოთ მთებო, ხალისი, 
---------- 
წყურვილს მოვიკლავ თქვენზე ფიქრებით, 
ამ უსასრულო ფიქრის ყანაში, 
და უჩემობას თქვენი ღიმილი 
შემომაგებეთ როგორც აკვანში, 
---------- 
რა ვქნა, რა ვუყო ამ ნაფეხურებს, 
ასე რომ დარჩნენ ეზოს ტალახში, 
რა გავაკეთო, რით გავაკეთო, 
ან სად წავიდე მე ამ გვალვაში. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
03.12.2017წ/11:25სთ