მე შემეშინდა

მე შემეშინდა ცრემლის მდინარის, 
დროთა შერწყმის და სულის ტირილის, 
ცხოვრების თასის ბოლო ნაწვეთის, 
მე შემეშინდა გარდაცვალების, 
__________ 
გათოშილ ხელზე ცრემლების ცეკვის, 
და ამ სიცოცხლის ბოლო წამების, 
არა და როგორ მოჰქრის ეს წამი, 
მე შემეშინდა გარდაცვალების, 
__________ 
შროშანებს ვგავართ ჩვენ მოკვდავები, 
ჭკნება ისინიც ვით ეს გულები, 
ფოთოლცვენისას მიდიან სადღაც, 
როგორც სიკვდილის შემდეგ სულები. 
__________ 
მე შემეშინდა გარდაცვალების. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
27.02.2018/22:39სთ