მთების შვილის თხოვნა

ფიქრებში მე მხოლოდ ლექსებით დავდივარ, 
ლექსებით მოვივლი ისევე ბილიკებს, 
რა ვუყო, მე მარტო ამ მთების შვილი ვარ , 
ამ მთების გარდა ვერ ვეტრფი ვერაფერს, 
__________ 
საღამოს სუსხია გაზაფხულისა, 
და ვერ ვუყურებ თამამად ჩემს მთებს, 
ეს გრძნობა არის ჩემი გულისა, 
მათ სიყვარულიც გარს დამტრიალებს. 
__________ 
ვერ ვინ გამიგებს რად მტანჯავს მთები, 
ან რად მიზიდავს გემო შვებისა, 
იქნებ და ვინმემ მითხრას პასუხი, 
თხოვნა მიიღოს მთების შვილისა. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
20.04.2018/23:01