დღენი დროში

აღარც თქმა მინდა აღარც ვედრება 
ან ეს ლაყბობაც რისთვის დავიწყე, 
ან რისთვის ვწერდი ამ ლამაზ სიტყვებს 
თუ ყველაფერი კვლავ დავივიწყე, 
---------- 
დავიწყებასაც მიეცა ჟამი 
მიდიან დრონი როგორც ქარები, 
ხელში კალამი მისთვის ავიღე 
რომ დამეწერა რაღაც ყოველთვის, 
---------- 
ვიცოდი დრონი სწრაფად მიდიან 
მხოლოდ ფურცლებზე დარჩნენ დროები, 
ვიცოდი დრო რომ სწრაფად გარბოდა 
მეჩქარებოდა წერა ყოველთვის, 
---------- 
ახლა დავკეცე ჩემი რვეული 
არ ვიცი ნეტავ როდის გადავშლი, 
თუ კი ცხოვრება კვლავაც გაგრძელდა 
ალბათ ამ ლექსსაც ოდესმე წავშლი. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
20.5.2017წ