ეს ლექსი არის ამ წელს პირველი

და მივეჩვიე სითბოში ყოფნას 
და ამ სითბოთიც უკვე ვიღლები, 
დადგა ახალი წელიწადი და 
ეს ლექსი არის ამ წელს პირველი. 
__________ 
მაგრამ არ მინდა ამ წლის ბედობას, 
რომ ლექსის წერა კვლავ დამებედოს, 
მაგრამ არ მინდა ისეთი ღამე, 
რომ სურვილებმა თვალთ დაიმბნელოს. 
__________ 
შემოგვივიდა და შემოიჭრა, 
ორი ათას თვრამეტი წელი, 
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა, 
კვლავ შავი იყოს ცაზე ღრუბლები. 
__________ 
მე კი კვლავ დავწერ რაღაც უბრალოს, 
და გავამეფებ გულში სტიქიებს, 
მაგრამ ვინ იცის ეს უცხო წელი, 
რას მომიტანს და ან რას მიპირებს. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
01.01.2018/16:06სთ