პოეტი, მწერალი
დეკემბერი
უსასრულოდ, უშფოთველად
ცას უყურებს ეკლესია,
მის გუმბათზე თეთრი თოვლი
წმინდა გულით აფენია,
----------
დეკემბრის თვე სუსხიანი
თოვლის შარფი ახვევია,
ნორჩ ყვავილებს უფერულებს
გლოვის ზარი დასცემიათ,
----------
ლამპიონებს ღამღამობით
ხის ჩრდილები ეფარება,
საწყალ ჩიტებს დარდიანებს
მზის სხივები ენატრებათ.
----------
ბაღში ხეებს მგრძნობიარეს
დეკემბერმა მისცათ დარდი,
სიცივისგან გაყინულებს
აკანკალებთ სითბო შავი,
----------
მარტოობას უნუგეშოდ
დასეირნობს ბაღში ქალი,
მის სურნელით არემარე
ეთხოვება ნაძვებს ქარი,
----------
მარად მწვანე ნაძვნარებზე
ზამთარია სადიდარი,
ავდარია მაგრამ გულში
კვლავაც მეფობს თბილი დარი.
----------
(გიორგი ზუბიტაშვილი)
01.12.2017წ/13:30სთ