ეხ, მარტოობამ

ეხ, მარტოობამ შემოხსნა კარი, 
და მგონი წასვლას აღარც აპირებს, 
ხოლო წუთებმა, ფიქრში შერწყმულმა 
ეს მარტოობაც გაითავისეს. 
---------- 
ვახ, რა ძნელია ამ უდროო დროს, 
რომ ლექსით რამე იგრძნო შველება, 
როდესაც დარდი გრძნობებში 
გტანჯავს, 
ან ამ გრძნობებსღა რა ეშველება. 
---------- 
ამ ძველ ფიქრებსაც ეს მესაფლავე, 
აყრის წვიმისგან გაჟღენთილ მიწას, 
და ეს მწერალიც ნაღვლიან თვალით, 
ფურცელზე ხედავს მათ უბედურებას. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
06.12.2017/16:47სთ