ვახ

ვახ, დაიტანჯნენ ჩემი სიტყვები, 
მგონი წერისთვის აღარ სცალიათ, 
ვატყობ ამ წუთას როგორ მიღრენენ, 
როგორ ყვირიან და უხარიათ. 
ვახ, დაიტანჯა ჩემი მუსიკაც, 
და ეს ყბედობაც დაუმალიათ, 
მგონი გაქვავდნენ ოხ, ეს ნოტებიც, 
და მუსიკისთვის აღარ არიან. 
ვახ, როგორ ჩუმათ 
მიცქერს ეს მთვარე, 
ღრუბლებს ასე რომ დაუმარხიათ, 
ალბათ უყურებს ამ უდღეობას, 
და მას ჩემთვისაც აღარ სცალია. 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
08.12.2017/17:41სთ