თელავის მხარე

რა ლამაზია თელავის ხმები, 
ალაზნის ველის ჩუმი დაისი, 
რა ლამაზია თვით ალაზანი, 
მისი დუდუნი ყველგან რომ ისმის. 
__________ 
ქარიან დარში ხომ ლამაზია, 
ხეთა დუმილის გულადი სევდა, 
მაგრამ ლამაზი უფრო ის არის, 
რასაც ყოველდღე ჩვენ გულით ვხედავთ. 
__________ 
დაღამებისას თელავის მხარეს თუ გავიხედავ, 
და დავინახავ ობლად მნათობ შავ ლამპიონებს, 
თელავის მხარეს დაღამებისას ლამაზად მოჩანს, 
გომბორის მთა და მოალერსე კახეთის სახე.

__________ 
21.01.2018/19:54სთ