ჩემი სოფელი

სოფელში ჩაკვდა ძაღლთა ყმუილი, 
დაღამდა მშვიდად, გამოჩნდა მთვარე, 
ორღობეს ძველი ქვითკირი იჭერს, 
უნდობლათ მტკივა მე ჩემი ღამე, 
---------- 
ლოთი კაცივით დავდივარ აღმა, 
დავდევ ფიქრებს და გულის საწადელს, 
სოფლის ბილიკებს ვტკეპნი და ვტკეპნი, 
ჩემს შესახვევებს ვეტრფი სანატრელს, 
---------- 
ვუცქერ ლამაზ და ძველ შესახვევებს, 
ზამთარმა ასე რომ შეაშინათ, 
დავდივარ ფიქრით ვკვდები და ვკვდები 
ვიცი ეს ხალხი აქ არ არიან! 
---------- 
ვუყურებ სახლებს ჭერ ჩამონგრეულს, 
მტკივა და მტკივა მათი დღები, 
ვფიქრობ სოფელზე ხალხით გალეულს, 
ვფიქრობ და პასუხს მაინც ვერ ვხვდები. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
02.12.2017