ჩემო შავო ჩოხავ

ვეღარ შევიკარ შავ ჩოხის ღილი, 
თურმე დროს გასვლამ გახადა ვიწრო, 
აგერ ჩოხასაც დაადგა ბინდი, 
დამშვიდობებას აპირებს თითქოს, 
__________ 
ვეღარ მოვირგე ტანზე ამაყად, 
და ვერ ვიგრძენი სიძველის სითბო, 
გაციებულა, გადაყინულა, 
რამე ეწყინა ჩემიდან ვითომ? 
__________ 
ბალახს დავაფენდი დილით ნაწვიმარზე, 
შენს კალთის ბოლოებს ვფქრობ, 
ცოტაც მოგეცადა შენ, კი იუარე, 
ნუთუ ჩემგან წასვლა გიჯობს. 
__________ 
როგორ შეიცვლება შენი ნაცეკვარი, 
უშენოდ დარჩენას რომ სევდობს, 
ნუ დამწუხრდები ჩემო, შავო ჩოხავ, 
შენ, ჩემი წუხილიც გეყოს. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
23.04.2018/1:07