შემომიარე

შემომიარე, ნუ გავიწყდები სოფლის სტუმარო, 
მერე ვინ იცის რომ ვეღარ ვნახოთ ჩვენ ერთმანეთი, 
მანამ ჩემ ავ-კარგს გაიგებდე სოფლის სტუმარო, 
სანამ დრო შეგვჭამს მოდი ეულად შენ, ერთადერთი, 
__________ 
ალბათ აქ ლექსსაც დავმალავ და არ წავიკითხავ, 
მხოლოდ ფურცლებზე გადავიტან სტრიქონებს შენთვის, 
რაღას უყურებ, ნუ გავიწყდები სოფლის სტუმარო, 
შემომიარე, გადმოგხედავს უფალი, ღმერთი, 
_________ 
მე ისევ იქ ვარ, სადღაც შორს და სადღაც უკუნითს, 
აქ მხოლოდ ჟანგი, პრიალა ზეცას უმიზნოდ ეკვრის, 
მე ისევ იქ ვარ, სადაც ეკალი ჩემზე ჭორაობს, 
სადაც ღრუბელნი ჩემს ლექსებზე ტირილით მღერის, 
__________ 
შემომიარე, გინდაც იყო უკვე ნასვამი, 
ჩემს ფხიზლობას კი გადაფარავს უბედო ბედი, 
თუ ვერა მნახავ იცოდე რომ დაიგვიანე, 
არ დამჭირდება შენი თვალიდან ჩემს შუბლზე ცრემლი. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
23.04.2018/18:50