თელა

__________ 
დაღონებული თელის ტოტის ქვეშ, 
ბალახთან ერთად მოვკალათდები, 
დავიწყებ ისევ უაზრო ფიქრებს 
და ნიავივით შორს გავფრინდები! 
__________ 
თელა დაღლილი, მზისგან ნაწყენი, 
არ დაფიქრდება წამოვა ჩემთან, 
თან გამოჰყვება თუთის ხეები, 
ისედაც ერთად დადიან ყველგან! 
__________ 
თელა ლაღი და მოუწყენელი, 
მას უჩემობით მოუწყენია, 
როცა მიხილა ლაღი და უხმო, 
ღიმილი უმალ გამორევია! 
__________ 
მისმა ნარნარა კაბამ მომხიბლა, 
მწვანე ფერებით რომ შემოსილა, 
მოუჩრდილია მისი მეგზური, 
მოუჩრდილია მიწა ხავსისა! 
__________ 
თელა დაღლილი, მზისგან ნაწყენი, 
არ დაფიქრდება წამოვა ჩემთან, 
თან გამოჰყვება თუთის ხეები, 
ისედაც ერთად დადიან ყველგან! 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი მ.პ) 
11.07.2018/14:46