ჩემო კალამო

ჩემო კალამო, როგორ დაგტანჯე 
როგორ გიფუჭებ სახელს, 
შენ რომ სთავდები გული მიკვდება 
შენს მეტი ვერა ვნახე, 
მე შენით ვცოცხლობ და შენით ვხარობ 
სხვას ვერ ვპოულობ სათქმელს, 
შენზე მიჩვეულს ჩემი ხელები 
სხვას ვერა გაიკარებს, 
შენ, ხომ ერთგული მეგობარი ხარ 
რატომ წყვეტ წერას მალე, 
ჩემი ოცნება შენ თუ არ წერე 
აბა სხვა ვინღა დაწერს. 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
2017