ნათელა შაინიძეს

ვით შემოდგომას ბავშვი ვენახში, 
შიშველი ხელით კრეფს წითელ ყურძენს, 
და თქვენც ამ რთველში, ლექსების რთველში, 
ეძებთ საჩინო, გულღია მუზებს. 
---------- 
თქვენს გარეგნობას ლექსებით ვიცნობ, 
მესმის გულის თქმაც დიად ლექსებში, 
რომ ავსებთ ამ ჭას, წკრიალა ღვინით, 
რომლის რითმებიც იღვიძებს თქვენში. 
---------- 
ეს ჭა ივსება თქვენი სტროფებით, 
თქვენი ღიმილით და გემოვნებით, 
პოეზიით რომ ამდიდრებთ ამ ჭას, 
და წარმოსახვით, მცირეოდენით. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
11.12.2017/14:46სთ