ნანა უსტიაშვილს

მე მინდა ვწერო დამრიგებელზე, 
მის უსასრულო ღიმილზე მარად, 
გულიდან მოსულ სილამაზეზე, 
ვით მაგნოლიას ფოთოლ ნარნარას, 
__________ 
ისევ გამოჩნდნენ ო, ეს რითმები, 
ჰყვებიან ზღაპარს ვით იავნანას, 
მე კი მომინდა ისევ დავწერო, 
ეს იდუმალი სიტყვები კვლავაც, 
__________ 
არ ვიცი როგორ ავღწერო ფიქრი, 
სევდა სად გაქრა სად დაიკარგა, 
მაგნოლიების შეეშინდა და 
სევდა გაქრა და გადაიკარგა, 
__________ 
მინდა დავწერო დამრიგებელზე, 
მის უსასრულო ღიმილზე მარად, 
გულიდან მოსულ სილამაზეზე 
ვით მააგნოლიას ფოთოლ ნარნარას, 
__________ 
სკოლის სარკმელთან ღიმილით მდგარი, 
ქალი, თმებ გაშლილ ნიავს მიაგავს, 
მინდა დავწერო დამრიგებელზე 
სკოლის წლები რომ გამიდიადა, 
__________ 
დამრიგებელი ოცნების ზღვაში, 
ჩვენ გზას გვიკაფავს ღიმილიანად, 
ჩვენი წინსვლა და წარმატება 
ღმერთო, მის მზერას როგორ მიაგავს, 
__________ 
მინდა დავწერო დამრიგებელზე, 
მის უსასრულო ღიმილზე მარად, 
გულიდან მოსულ სილამაზეზე 
ვით მააგნოლიას ფოთოლ ნარნარას. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
26.09.2017/21:09