უსასრულობა

თუ კი მელექსემ გამინაწყენა ლექსი ყოველი, 
არ ვაპატიებ მე იმ მოლექსეს ლექსის გინებას, 
განა არსებობს მდაბიო და ბინძური ლექსი? 
იმ მდაბიოშიც რაღაც სიბრძნე ხომ იმალება, 
__________ 
თუ კი დაწერე თეთრ ვარდებზე, შავად ნუ ირგებ, 
მე ხომ უნიღბოდ გამოვედი ასპარეზზედა, 
ნუ მაიძულებ მეც მოვირგო მტრობის ნიღაბი, 
მერე იფიქრე ეს ქვეყანას გამოადგება? 
__________ 
შენს ცხოვრებაში ნუ დაამტვრევ ვაზის ღეროებს, 
და მერე ლექსში ნუ ტირიხარ საწყალ ვაზზედა, 
განა ვის უნდა გვირგვინ მდგარი ისეთი მეფე, 
რომ ლექსებს წერდეს უმოწყალოდ ხალხის მტრეზედა, 
__________ 
ნუ გაახარებ საქართველოში წყეულ ალქაჯებს, 
თორემ კეთილნი ჩაფერფლავენ ლექსებს ცეცხლზედა, 
მერე დაგრჩება უანგაროდ ლექსის გვირგვინი, 
ხოლო გვერდზე კი აღარავინ არ გეყოლება. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
24.04.2018/21:16