კახელი ვარ

__________ 
კახელი ვარ და მეამაყება, 
ლამაზი კუთხის გვარის შვილობა, 
სადაც ხევები მუდამ მღერიან, 
სადაც სულ ისმის ვაზთა ღრეობა, 
__________ 
ვენახში ისევ ყვავის ყაყაჩო, 
ყვავის ღვია და მინდვრის გვირილა, 
რამდენი ღამე, რამდენი ლექსით 
სიბნელე ეშხმა გადაიბირა, 
__________ 
მთელ კუთხეს აკრავს კავკასიონი, 
კახეთის გულმაც ბევრჯერ იტირა, 
გულს უძიძგნიდნენ ლეკთა ფარები, 
რამდენმა დედამ ის დაიტირა, 
__________ 
მიტომაც არის ველებზე უხვად, 
კახეთის მიწებს რომ შვენის ია, 
კახელი ვარ და მეამაყება , 
ლამაზი კუთხის გვარის შვილობა. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
25.04.2018/19:53