აკაციის ჩრდილში

__________ 
გადავუყვები ნამიან შარას 
და აკაციის ჩრდილში გავივლი, 
გაზაფულდება და აყვავდება, 
აკაციების თეთრი ყვავილი, 
__________ 
მე ისევ ვივლი ხეებთა შორის 
და გაებმება ჩვენში კავშირი, 
მომეგებება თეთრი სურნელი, 
მომიალერსებს სითბო ნამდვილი, 
__________ 
გაწვიმდება და ქარიც გაივლის 
და ქარს გაჰყვება ჩუმი ფურცლები, 
ვაიმე დედა, სულ გასცვივდება, 
ჩემს აკაციებს თეთრი ყვავილი, 
__________ 
დარჩება ისე აკაციები, 
როგორც ეხლაა ის დაღვრემილი, 
მე კი გავივლი აკაციებში, 
შავი წვიმისგან, შავად დასვრილი, 
__________ 
გადავუყვები ნამიან შარას 
და აკაციის ჩრდილში გავივლი, 
გაზაფულდება და აყვავდება, 
აკაციების თეთრი ყვავილი. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
27.04.2018/10:19