მდინარის ტირილი

__________ 
-რატომ ტირიხარ მდინარევ, 
რად გეხვევიან ფიქრნია?! 
გულს რად არ გადამიყოლებ, 
ჯერ ჩემი გული თბილია! 
__________ 
-რა გითხრა ადამიანო, 
მე კარგი არ მიდენია, 
სატირლად თავი გავხადე 
და ავატირე სხვანია! 
__________ 
-მეც ფიქრი შემომეყარა, 
მდინარევ, რა ამბავია?! 
ასეთი ცუდი რა ქენი, 
რომ ვერ ასწიე თავია! 
__________ 
-ჩემს გვერდზე ჩამომსხდარიყვნენ, 
დედის გაზრდილი ძმანია, 
მე წავიყოლე ორივე, 
დედას არ მივეც გვამია, 
__________ 
დედა, მე შემომტრიალებს, 
მე გამოვგლიჯე ყმანია, 
ობლად ნაზარდი ვაჟები 
სადღაც შორს გამიტანია, 
__________ 
სისხლი დავღვარე უხანჯლოდ, 
დედაც მე შემიწირია, 
რა გითხრა ადამიანო?! 
ფიქრებიც მე დამტირიან! 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
27.04.2018/17:38