პოეზიის ალები

__________ 
ნეტავ როგორ დავინახო სხვანაირი სამყარო, 
თუ კი ჩემში შემოიჭრა პოეზიის ალები! 
ან ვის უნდა რომ ლექსები უწინდურად დავჯღაბნო, 
რომ მოვძებნო ყველა რითმის კარები! 
__________ 
განა ვის აქვს პოეტებთან სადავო?! 
თუ ლექსმა ვერ აუხილა თვალები! 
მე დღეს მინდა რომ კოცონი დავანთო 
და ჩავღვარო ცეცხლში ენის შხამები! 
__________ 
ხმელ ტოტებზე მინდა გრძნობა დავანთო 
და ნედლებმა გამოაღონ ფანჯრები! 
რადგან ფრთები უფრო მაღლა გავშალოთ, 
ხმელ ტოტებსაც უფრო შევუყვარდებით! 
__________ 
გულს გადაშლი დაკოჟრილო ჭადარო, 
და შენს ხელზე აყვავდება ვარდები! 
ვარდის სურნელს მოადგება ბეღურა, 
გზის სიშორეს ძლიერ განაწამები! 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
27.04.2018/0:30