საუბარი ქვასთან

__________ 
ქვას ვკითხე, რამდენი წლისა ხარ? 
მან კი არ გამცა პასუხი, 
ვკითხე, სულ მუდამ ჩუმად ხარ? 
ოცნებებში ხარ ჩართული. 
__________ 
ქვამ მიტხრა, არა გიორგი! 
ოცნება შენი საქმეა, 
საუკუნეებს მოვდივარ 
ქვეყანა ისევ მართია, 
__________ 
ვიხილე ბევრი ამბავი, 
ვიყავ მთაშიც და ბარშიაც, 
ზამთარში თოვლი მეხურა, 
ზაფხულში ძველი ხავსია, 
__________ 
ორასი წელი იქნება 
რაც მე აქ ვზივარ ცალია, 
გვერდზე არავინ მომიჯდა, 
არც კარგი, არცა ავია, 
__________ 
ჩამომიყვანა მდინარემ, 
დამაგდო მარტო კაცია, 
დაჰკრა ფეხი და წავიდა, 
მე კი დამტოვა ხრამშია, 
__________ 
მანამდე მასთან ვმღეროდი, 
არა გვქონია დავია, 
ერთხელ ადიდდა მდინარე, 
პოვა თავისი გზანია, 
__________ 
იმ დღიდან კვლავ ველოდები, 
იპოვოს თავის ძმანია, 
ძმებიდან ერთი მე ვიყო, 
არ მომაცილოს თვალია. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
28.04.2018/14:30