ჭინჭარო

__________ 
გთხოვ, ნუ დამსუსხავ ჭინჭარო, 
ისედაც ბევრმა დამსუსხა, 
მაჩვენე ლამაზი სახე და 
ჩემს გრძნობას ვერსად წაუხვალ, 
__________ 
ნუთუ შეც სულში შხამი გაქვს, 
შენს კანზეც სუსხი გახურავს, 
ვიცი არა ხარ ბოროტი, 
არცა რა შესაშური გაქვს. 
__________ 
ამოსული ხარ ეულად, 
საწყალო, ეკლის ძირშია, 
ეკლების გვერდით ყვავილობს, 
იასამნების ნისლია, 
__________ 
ნუ გირჩევნია მანდ ყოფნა, 
ეკლებში ხეტიალია, 
იასამნებთან გამოდი, 
მერწმუნე შენთვის კარგია. 
__________ 
გთხოვ, ნუ დამსუსხავ ჭინჭარო, 
ისედაც ბევრმა დამსუსხა, 
მაჩვენე ლამაზი სახე და 
ჩემს გრძნობას ვერსად წაუხვალ, 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
29.04.2018/9:20