სიბერე

ბებოს თმებში შეპარვია ჭაღარა 
სახესაც კი დასტყობია დრო, 
სიბერესაც უსწავლია აბა რა 
ამ ცხოვრების სილამაზის დრო, 
---------- 
როგორც ხეებს სიბერის დროს არა აქვთ 
სილამაზის შთაგონების დრო, 
რაც ძველია ყველაფერი ძველია?! 
ძველსაც ხომ აქვს ამ ქვეყანას დრო, 
---------- 
განა ყველა სიბერისთვის არა ვართ?! 
არ დაგვინდობს ამ ცხოვრების დრო, 
სილამაზე სიბერესაც ხომ აქვს! 
დაგვაბერებს ამ ცხოვრების დრო. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
21.8.2017წ/21:21სთ