ოქროს ყანებზე გაინავარდებ

(მთის მოტივზე) 

__________ 
საოცარია და საკვირველი, 
შენზე ფიქრები რომ მომერია, 
ვიცოდი განა რომ შენი გული, 
ჩემი გულისთვის ჩაკეტილია. 
__________ 
ამ შუაღამეს დავდივარ ფიქრით, 
და ამ ფიქრებში ვრჩები თან და თან, 
და თუ გიპოვნე როგორ მოვიდე, 
ან როგორ გითხრა შენ, ეს ბალადა. 
__________ 
მე ყინული ვარ მაგ შენ თბილ გულში, 
და ეგ ყინული ვერ გამილღვია, 
მე ჩემი გულის რჩენა ვინატრე, 
და შენმა გულმა სულ გადამრია. 
__________ 
რა ლამაზია ამ ღამით მთვარე, 
ვით ეს სიტყვები და ისტორია, 
როგორი ცივი ქარი ჰქრის ალბათ, 
რომ შენ, ნიავიც ვეღარ გიგრძვნია. 
__________ 
ოქროს ყანებზე გაინავარდებ, 
და რაღად გინდა შენ პურის ყანა, 
ვერცხლის თასიდან წყალს დალევ ვიცი, 
და რად გჭირდება თიხის ფიალა. 
__________ 
ან რაღა გითხრა ამ სიტყვის შემდეგ, 
ან და რაღა მაქვს კარგო სათქმელი, 
მე ეს გითხარი ცივ ზამთრის თვეში, 
და რაღა ვცადო ამაზე მეტი. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
15.01.2018/23:19