მეორე მაისი

__________ 
ხეთა სურნელი მოძრაობს ირგვლივ, 
და მთის სურნელიც მიჰყვება დარდად, 
რატომ ვერ ვნახე ჩემი ჭალები, 
რატომ ვიქეცი ფიქრების მგზავრად. 
__________ 
მერე გასცვდება საწუთროს ფერი, 
ჩემი კალამიც უარყოფს წერას, 
ნოემბერია, მაისის მტერი, 
მაგრამ ორივეს ვღებულობ ჩემად, 
__________ 
ქვებზედაც დავწერ თუ კი მაქვს ენა, 
თუ შემაწუხებს სოფლის ფიქრები, 
ფოთლებზე დავწერ იმ ფოთლის ლექსებს, 
ჩემს კახელობას ამას ვპირდები. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
02.05.2018/9:42