ერთი ვარსკვლავი

___________ 
ჩამომიბნელდა ორღობეებში, 
ვცდილობ რომ სადმე ვიპოვო შვება, 
ვუყურებ ზეცას თვალ გადაბნეულს, 
მინდა რომ ვნახო ვარსკვლავთა ცვენა, 
__________ 
მე ვარსკვლავებიც სხვაგვარად მიყვარს, 
სხვა გულით ვხედავ სამყაროს ხედვას, 
ნუ გამიწყრები წუთისოფელო, 
მე ფიქრები მაქვს ფიქრებთა მცველად, 
__________ 
აბა რა გითხრა, სხვა რა გაგანდო, 
დამიღამდა და ვერაფერს ვხედავ, 
ერთი ვარსკვლავი მიყურებს მწარედ, 
მას შეეკითხე, ყველაფერს ხედავს. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
02.05.2018/20:55