რაჭულ მოტივზე

__________ 
დოუკარით, დოუკარით 
გოგონებო, რაჭულიო, 
საკაურას ჩამოუვლის 
ბიჭი წელგამართულიო, 
გაიცეკვებს ბოშუნიკას, 
დოუკარით რაჭულიო, 
მანამ გოგოს მამა არის, 
ყანაში გადასულიო, 
ღობის ძირას ამოსულა, 
ჭინჭარი და კაკუტიო, 
დოუკარით, დოუკარით, 
გოგონებო რაჭულიო. 
მანამ გოგოს დედა მოვა, 
ააკვნესეთ ფანდურიო, 
მიდი ბიჭო, აუხსენი, 
გოგოს ეგ სიყვარულიო. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
30.04.2018/12:18