ხევსურული ამბავი

__________ 
ამღერებულა არაგვი, 
არხოტს ნისლები მოედო, 
კავკასიონზე თოვლი დევს, 
ხევსურს ირემი მოეგდო, 
__________ 
მთიდან ჯიხვების ხროვაი, 
ტყე, ჭალ-მინდვრებსაც მოედო, 
ირმების ტყეში გლოვაის, 
ვაჟკაცის გული მოეთბო. 
__________ 
დამჯდარა წიფლის ძირშია, 
მოუნანია ცოდვაი, 
ამდაგრა ირემ გაუშვა, 
დაჭრილი, დაუნდობარი. 
__________ 
გზად დახვედრიან ლეკები, 
ვით ხარსა როგორც მგლებია, 
სულ დაუწყვიტავთ ერთ-ურთი, 
არვინ არ გადარჩენია. 
__________ 
ხევს მოაქვს ცივი ყინული, 
მასზედ დევს ცივი კაცია, 
წუხელ ლეკებთან ბრძოლაში, 
მას ძალზედ უვაჟკაცია, 
__________ 
დაჭრილა ვაჟი ხევსურის, 
მთის წვერზედ სისხლი სდენია, 
თეთრი კამკამა მდინარე 
სულ წითლად შეუღებია, 
__________ 
ხევის ნაპირას დამჯდარა, 
და მას ღრმად ჩასძინებია, 
ალბათ ამ ქვეყნად მუდამ ის, 
ვაჟკაცად მოვლინებია, 
__________ 
სისხლი სჩქეფს ქვიდან ყინულზე, 
აღარა ფეთქავს გულია, 
ხევსურს ყინული მოელღო, 
ხევს მიაქვს მისი ნეშთია, 
__________ 
წითლად შეღებილ მდინარეს, 
ხარბათ სვავს შავი ჯიხვია, 
თურმე ჯიხვიც არს დაჭრილი, 
მუცლიდან სისხლი სდენია, 
__________ 
ჯიხვს კაცი შეჭამს, კაცს მიწა, 
ვისთვის რა სარგებელია! 
სისხლის პატარა მდინარეს, 
ორივე გაუთრევია. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 2016