პოეტი, მწერალი
ქრისტესისხლა
__________
აი, იცინის ღობისძირას,
დაჩაგრული ქრისტესისხლა,
სულ პატარა ნიავზეც კი
მოწყენილად, ნაზად ცეკვავს,
__________
გადაშლილი ყვავილი აქვს,
იღიმება დაღვრემილად,
თითქოს გულში უსაზღვრო
და ულამაზო ნაღველი კლავს,
__________
და თუ გრიგალს მოესწრება
საცოდავი ქრისტესისხლა,
მას დასტყდება ღეროები
და ცრემლები გადმოხეთქავს.
__________
საოცარი ცრემლები აქვს,
მელანს სახითაც მიაგავს,
თუ მის ცრემლზე ხელს შეახებ,
არ დაგინდობს და დაგთხაპნავს.
__________
საწყალია ქრისტესისხლა,
სხვა ყვავილთან შესადრელად,
მაგრამ ეშხი ისეთი აქვს,
ადვილია შესამჩნევად.
__________
(გიორგი ზუბიტაშვილი)
29.04.2018/13:48