ხევსურულ მოტივზე

__________ 
ნუ შაწუხდებით ნისლებო, 
ღრუბელნი გადადიანა, 
მთის ძირას ჩამოლაგდებით, 
იქ ხევნი ჩამოდიანა, 
__________ 
ნუ შეშინდებით კლდეებო, 
დღე გათენდება მზიანად, 
ურჯულოების მხარიდან 
ჯიხვები გადმოდიანა, 
__________ 
ისევ გაყმუის მგლის ხროვა, 
არდოტიონთა მხრიდანა, 
ისევ გაისმის ყიჟინა, 
წინაპართ საძვალიდანა, 
__________ 
ალბათ მღერიან მთა-კლდენი, 
აწმყოზე გულდარდიანად, 
ნუ შაწუხდებით ნისლებო, 
ღრუბელნი გადადიანა. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
30.04.2018/22:46