წითელი კრამიტი

---------- 
წითელ კრამიტებს შავი ხავსი შემოსდებია, 
ნაწვიმარზე კი ბზინავს კრამიტზე სიძველის ობი, 
და დილის მზერით შეეყრება დილას ნამიანს, 
ამ დროთა ჟამის უანგარო, დასკვნითი ომი, 
---------- 
დადგება დრო და ძველი ბოძები სულ დაინგრევა, 
ხოლო ანდერძი შესრულდება გიჟი ცხოვრების, 
როს მოქმედება შეერწყმება უმოქმედობას, 
ვით ეს მხეცები, საჯიჯგნებად იქცევიან შავი ყორნების, 
---------- 
აქა იქ დრო-ჯამს გაბრწყინდება ღრუბელს სხივები,
მზე გადმოხედავს ქვეყნის მძიმე არარაობას, 
ის დაინახავს განადგურებულ ხალხის სამძიმრებს, 
და გაუღიმებს სასიკვდილო სანახაობას. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
11.12.2017/15:52:(სკოლაში)