წერილი ვაჟას

________ 
ვერ ვიძინებ მათენდება აგერ, 
მახსენდება შენი ნააკვნარი, 
ვინა თქვა რომ დაღამდაო ისევ, 
აბა ამ დროს რა დროს ძილი არის, 
________ 
დიდება შენ, შენ რაზიკაშვილო, 
გენიოსო, ქვეყნად მთის და ბარის, 
ვინა თქვა რომ დაღამდაო ისევ, 
აბა ამ დროს რა დროს ძილი არის,
________ 
მე ამ წუთას მოვკვდი, ჩავიფერფლე, 
მაგრამ რა ვქნა შემაყვარე თავი, 
აგრე როგორ გამაოგნე ლომო, 
როცა ვფიქრობ, რა დროს ძილი არის. 
________ 
ვერ ვიძინებ ფიქრები კი მადუღს, 
თანაც ვაჟას ძილს როგორ ვაკადრებ, 
ჩემო ვაჟავ, ქვა-კლდოვანთა ლომო, 
ან ეს სიტყვაც როგორ შემოგკადრე. 
________ 
გიორგი ზუბიტაშვილი 
01.09.2018/2:05