მე, მთა და მზე

__________ 
სანამ აჰყრით მთებო, ნისლებს წვიმიანს, 
მანამდე კი თქვენს მშვენებას ვუყურებ, 
გადამიშლით ახალ დილას ნამიანს, 
როცა წარსულს ჯერაც ვერ შევეგუე. 
__________ 
გარბის მაგრამ უკან არ იხედება, 
გარიჟრაჟი ღრუბიანი დილის, 
ხეს ფოთლები გაზაფხულზეც სცვივდება, 
რა ვქნა ეს ზაფხულიც მიდის. 
__________ 
მიდის ისე როგორც მთებზე ნიავი, 
მთებო, ასე რატომ შემესისხლხორცეთ, 
თქვენს ჩეროში მილიონი იზრდება, 
რაღა მარტო ტრფობით მე დამიმონეთ. 
__________ 
მზეო, იქნებ მოეფარო ღრუბელსა, 
ან და იქნებ ამოვარდეს ნიავი, 
შრომის ფასი ნეტავ რა ეღირება, 
ან და მთებო, თქვენი ფასი მითხარით! 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
06.08.2018/12:54