აი მაგ დროს

__________ 
როდესაც გული გთხოვს ლექსების დაწერას, 
და შენ, კი არ იცი რა უნდა დაწერო, 
როდესაც ფიქრებთან მარტო ხარ, მარტო ხარ, 
აი მაგ დროს კი კალამი თავნებობს. 
__________ 
არ შველის ჩემს ტკივილს არცერთი წამალი, 
გარდა ტირილი უმიზნო ლექსისა, 
და ღამის ხმაური აყუჩებს ჩემს ტკივილს, 
სიმშვიდეც აყუჩებს ტკივილებს ღამისას. 
_________ 
მარტო ხარ, მარტო ხარ ღამესთან მარტო ხარ, 
თუმცა გვერდზე გყავს ბევრი მავანი, 
სულში გყავს გიორგი, ლექსები დარდივით, 
მაგრამ უმანკო არც ლექსი არ არის, 
_________ 
და თუ ვტყუივარ რატომ მაწუხებს, 
იქნებ წუხილიც არის მთავარი, 
ნეტავ ვიცოდე სადამდე გრძელდება, 
ან დასასრული ამ ლექსის სად არის?! 
_________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
03.08.2018/21:03