მართლა არ მინდა

__________ 
მართლა არ მინდა ფერგადასული მე შემოდგომა, 
თითქოს რაღაცას ვკარგავ თანაც მეც ვიკარგები, 
მართლა არ მინდა სექტემბერი ფოთლის გარეშე, 
ხო და ამიტომ შემოდგომას დავემალები. 
___________ 
ძლიერ დამაწვა გულზე დარდად ის გაზაფხული, 
ნაადრევად რომ მოიყვანა ერთმა მერცხალმა, 
ისე დამაწვა ახლა გულზე თეთრი ზაფხული, 
მაშინ იმღრა ლურჯმა ყვავილმა, იმან ბედშავმა, 
_________ 
აღარც ის არის ახლა უკვე აღარც ის არის, 
ყველა ყვავილმა გაიხურა ამ წლის კარები, 
მაგრამ ზამთარი, ყველაზე მეტად მე ეგ მაშინებს, 
მთებზე რომ თეთრად დაედება თოვლის ნამქერი. 
________ 
დაედება და ვერ დავინახავ მთაზე ბალახებს, 
მთების ნისლებიც თვალწასულად მომეჩვენება, 
ნეტავი ადრე რომ მხვდებოდა ის გაზაფხული, 
ნეტავი მერეც ისევ ისე თუ დამიხვდება. 
_________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 27.08.2018/23:20