აგვისტოს ყიამათში

__________ 
ფურცლები ემსხვერპლნენ გუშინდელ ნიაღვარს, 
ვით ომში დაჭრილი მხედრის წერილი, 
ნეტავ თუ გაუძლებს დღევანდელ ყიამათს, 
ეს გული ყველასგან სამუდამოდ დევნილი. 
__________ 
ან კიდევ დალაშქრავს ნაცნობ ტყე-ჭალებს? 
ვინა თქვა გული რომ არასდროს არ ტირის, 
მაგრამ მან იცის იქამდე იცოცხლებს, 
სანამ ითენებს ურჯულო სიკვდილი. 
_________ 
სიბნელე დაამსხვრევს სინათლის ანარეკლს, 
დალაშქრავს ჩემს გულსაც აგვისტოს მეწყერი, 
ნალექი წვიმისა ფოთლებზე იღვრება, 
ფანდურო, მეც და შენც ნელ-ნელა ვსველდებით. 
__________ 
მაშინ დაიწყებ დუმილს შენც ფანდურო, 
იმ დღიდან როდესაც გაქრება მთის ნისლი, 
მთის ნისლებს გაჰყვება ფეხდაფეხ საწუთრო, 
გაყვება საავდროს ნაზარდი მზის სხივიც. 
__________ 
ადრეა სიკვდილი შენც იცი ფანდურო, 
ადრეა დაწერა უმიზნო ანდერძის, 
აბა გრძნობების მაშ რითღა ვანელოთ, 
როდესაც არ ვიცით ფანდურო, რა გველის. 
__________ 
გიორგი ზუბიტაშვილი 
10.08.2018/14:30