ქართველთა ფრთები

__________ 
თუშეთო, მთათა მშვენებავ, 
თუშეთო, მაღალ მთიანო, 
ეს სიტყვა შენამც გეძღვნება, 
გული მინდ გაგიზიარო, 
ქართვლისა ბოლო მტევანო, 
ვაჟკაცებისა დედაო, 
შენსა მტკაველსა მიწასა, 
მტერი მინდ გავატიალო, 
შენამც ხარ ქართვლის კედელი, 
გადმოსასვლელსა მთაზედა, 
თუშები შავ დღს აყრიან, 
მტერსა და მოღალატესა, 
ისეთ დღესაცა აწევენ, 
მტერმაც ვერ მოიგონოსა, 
ქართველთა ლხინი ისმოდეს, 
თუშეთს, მთასა და ბარზედა. 
ორ მთათა შუა არწივი, 
ცაზედა დანარნარობდეს, 
ქართვლისა მტრისა ჯინაზედ 
მარტო ჩვენს ცაზედ ხარობდეს. 
შიშით ვერავინ გაბედოს, 
ქართველთან მოახლოვება, 
ჩვენამც გვყვავს თუში ბიჭები 
ფარ-ხმალ ამშვენებთ ტანზედა, 
როდესა იყო არწივი, 
ყვავებსა დაეჩაგროსა, 
ათას ყვავს ერთი არწივი, 
ბევრად სჯობს ქვეყანაზედა. 
საქართველოა არწივი, 
ყვავები მისი მტერნია, 
გაშლილი ფრთები თუშეთი, 
გული კი თეთრი მთებია, 
არწივს ამარცხებს არწივი, 
და არა შავი ყვავნია, 
ქართველს ამარცხებს ქართველი, 
და არა თურქი, სპარსია. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
20.03.2017