გაზაფხულოო!

(მოთქმა)                                                                                        
                                                                                                
ვაი, მთებოო! რატომ ტირიხართ?! 
რატომ დასტირით მტირალ ღამესა?! 
გაზაფხულოო! შენამც დასტირი, 
სასაფლაოზე მტირალ ყვავილსა, 
__________ 
ადამიანო! ნუ გაუწყრები, 
ნუ გაუწყრები შავ-ბნელ მთვარესა, 
გაზაფხულოო! სატირლად მთქმელო, 
ნისლის ტალღებში დასაბური ხარ. 
__________ 
გაზაფხულოო! რად გააშავე, 
რად გააშავე ცაზე ღრუბელი, 
რატომ დასტოვე უყვავილებოდ, 
ფიქრთა საფლავზე ვარდთა კოკრები?! 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
11.05.2018/19:47 
ლექსში გამოყენებულია 
2 ო, მეტი მელოდიურობისთვის!