დაბინდებისას

__________ 
მოანგრევს წყალი გაშლილ ნაპირებს 
და ქვათა მდელოს ებობოქრება, 
ხეებთა შორის წყლის სარეველებს 
უბატონობით, ებატონება, 
__________ 
დაეპატრონა წყალი ჩემს გულსაც, 
და ჩუმი ოხვრით ნაზად გუბდება, 
ამ პეიზაჟზე ლექსის დაწერა 
უფრო და უფრო, ძლიერ რთულდება. 
__________ 
ეკალი ტყემალს შემოხვევია, 
ტყემლის ტოტებსაც ვეღარც კი ვხედავ, 
მითხარი ბარდში მდგარო ნიავო, 
ეკლების გულში ის როგორია, 
__________ 
ძლიერ გამწვავდა დინების დენაც, 
დაბინდებისას ლექსად დუღდება, 
მოანგრევს წყალი გაშლილ ნაპირებს 
და ქვათა მდელოს ებობოქრება. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
12.05.2018/19:43